ევროკომისიის შეთავაზება წევრ ქვეყნებს – შეფასებები
ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს. ერთ-ერთი გამოცემის თანახმად, ქარხანამ ევროკავშირის სანქციების საფრთხის საპასუხოდ, ნავთობის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია გადაწყვიტა. „ამჟამად ქარხანა ნავთობს, რუსეთის ნაცვლად, ლიბიიდან იღებს, რის საფუძველზეც, ევროკომისია წევრ ქვეყნებს სთავაზობს, ქარხანა სანქცირებული ობიექტების სიიდან ამოიღონ“, – აღნიშნულია სტატიაში.
ცნობისთვის, 23 ივლისს, ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების მე-21 პაკეტი დაამტკიცა. პაკეტში მოხვდა ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც. სანქციების ამოქმედებისთვის ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი განისაზღვრა. მოგვიანებით, „ბლექ სი პეტროლიუმმა“ გაავრცელა განცხადება, რომ 23 აგვისტოდან ყულევში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო, რითაც წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება.
ევროკომისიის ინიციატივას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა თბილისში.