ევროკომისიის რეკომენდაციები - სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მთავარი მომხსენებელი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო. შეხვედრაზე თითქმის ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წევრები მივიდნენ. ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან ევროკომისიის ცხრა პუნქტის შესრულების პროცესს სკეპტიკურად უყურებს, თუმცა, ყველა სამუშაო ფორმატში აქტიურ ჩართვას აანონსებს. სწორედ ცხრა ახალი რეკომენდაციის შესრულებაზეა დამოკიდებული, დაიწყება თუ არა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსთან მოლაპარაკებები.