„უკრაინას მივაწვდით ზოგად ჩარჩოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის“ – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში, ომის ორ წლისთავთან დაკავშირებით ჩავიდა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურ დაწყებამდე, 2024 წლის მარტში, ევროკავშირი უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობას შეაფასებს, რაც მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პროცესია. ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინას რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.