ევროკომისიის მოთხოვნები - შეფასებები 

ბრიუსელიდან გასაჯაროებული რვაპუნქტიანი მოთხოვნების ჩამონათვალი, რომლის შესრულებაც ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების წინაპირობა იქნება, ისევ განხილვის საგანია პოლიტიკურ სპექტრში.

საქართველოს ხელისუფლებას ამ მოთხოვნების შესასრულებლად დრო 31 აგვისტომდე აქვს. მოთხოვნებს შორის არის კონკრეტული კანონების გაუქმება, დაკავებულთა გათავისუფლება და ხელისუფლებისა და საზოგადოების ღია დიალოგი. „ქართულმა ოცნებამ“ ამ განცხადებას რამდენიმე დღის წინ, პოლიტსაბჭოს ვრცელი განცხადებით უპასუხა და ასევე აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე ზეწოლა ისევ გრძელდება. პარალელურად გუშინ რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა სტატია გაავრცელა, სადაც ის წერს, რომ იტალიის ხელმძღვანელობით დაახლოებით რვა სახელმწიფო ვიზალიბერალიზაციის შეჩერების წინააღმდეგ წავიდა, რადგან მათი თქმით, ეს ევროკავშირის მხრიდან არაპროპორციული ზომა იქნება.