ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს - პრემიერის გზავნილები

ისტორიული მნიშვნელობის თარიღი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ახალ ფაზაში გადადის. ოფიციალური თბილისი დეკემბერში ევროკომისიის დღევანდელი რეკომენდაციის დადასტურებას და კანდიდატის სტატუსის მინიჭების ოფიციალურ გაფორმებას ელის. პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას 12 პუნქტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებით ხსნის და გაფართოების ანგარიშს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებად მიიჩნევს. ხალხის სახელით მოქმედი ხელისუფლების მიერ დადებული შედეგი – ასეთია პრემიერის შეფასება. მთავრობის მეთაურის დღევანდელ გამოსვლას ოპონენტების კრიტიკის გარეშე არ ჩაუვლია. ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციაა, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში ოპოზიციის ნაწილმა და პრეზიდენტმა სტატუსისკენ მიმავალ გზაზე მხოლოდ დესტრუქციული როლი შეასრულეს.