ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს

ევროკომისიის დადებითმა რეკომენდაციამ საქართველოში პოლიტიკური ვნებათაღელვის ახალი თემა გააჩინა.

ამჯერად დავის საგანი ის ცხრა რეკომენდაციაა, რომელიც ბრიუსელმა ქვეყანას ახალი გეგმის სახით მისცა. არჩევნები, მედია, სასამართლო, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა – ეს ის სფეროებია, რომლებშიც ევროკომისია საქართველოსგან მუშაობის გააქტიურებას და რეფორმებს ითხოვს. ახალ საშინაო დავალებას უკვე მოჰყვა არაერთი პოლიტიკური ინტერპრეტაცია. ხელისუფლებისთვის რეკომენდაციები ევროინტეგრაციის პროცესის თანმდევი ნაწილია, თუმცა ოპოზიციის ნაწილი მათ მიღმა კანდიდატის სტატუსის მინიჭების დათქმებს ხედავს. ევროკომისია პოლიტიკური ძალებისგან რეფორმებზე ერთად მუშაობასაც ითხოვს, თუმცა გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები ერთობის მიღწევის პერსპექტივას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.