ევროკომისიის ცხრა პუნქტზე მუშაობა იწყება

ევროკომისიის ახალ საშინაო დავალებაზე მუშაობა იწყება.

ორშაბათს პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან პირველი სამუშაო შეხვედრაა ჩანიშნული. ახლა მთავარი კითხვაა, ჩაერთვება თუ არა პროცესში ოპოზიციის სრული შემადგენლობა, თუ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 პუნქტის მსგავსად, ოპოზიციის ნაწილი ამჯერადაც ბოიკოტის რეჟიმს აირჩევს. ხელისუფლება სამუშაო ფორმატში მონაწილეობისთვის ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ძალას იწვევს. კოლეგებს ანალოგიური მოწოდებით მიმართავს საპარლამენტო ოპოზიციის ის ნაწილიც, რომელიც ხელისუფლებასთან ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის გარშემოც თანამშრომლობდა. ახალი ცხრაპუნქტიანი დავალება მოახლოებული არჩევნების თავისუფალ და სამართლიან პირობების ჩატარებასაც გულისხმობს. რეკომენდაციების შესრულებამ ქვეყანას ევროინტეგრაციის ახალი ეტაპისკენ, ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებისკენ უნდა გაუხსნას გზა.