ევროკომისიის ანგარიში – პოლიტიკური შეფასებები
დადგება თუ არა დღის წესრიგში კონკრეტული პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო განხილვა?- ევროკომისია ვიზალიბერალიზაციის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებაში, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. ანგარიში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების შეფასებასა და რეკომენდაციებს მოიცავს. რეკომენდაციებს შორის არის მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლებები, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა. რეკომენდაციებში დასახელებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტების უკან გაწვევაც. ვინ როგორ კითხულობს ევროკომისიის ახალ ანგარიშის – თამარ წიკლაური დეტალებით.