ევროკავშირმა ყულევის ტერმინალი სანქციათა პაკეტიდან ამოიღო

12:03, 10.03.2026
ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო. გადაწყვეტილების შესახებ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხში, დევიდ ო’ სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა. „პირველადი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები იკისრეს. მივესალმები თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს გემებს, რომლებიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფებიან, შევიდნენ პორტებში ან მიიღონ მომსახურება“. – ნათქვამია განცხადებაში.
თემაზე თათია ტაბეშაძე მუშაობს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება.

მსგავსი