ევროკავშირის სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება და ევროინტეგრაციის პროცესი იყო განხილვის მთავარი თემა პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი თბილისში ვიზიტად მყოფ სლოვაკეთის, ჩეხეთისა და ავსტრიის პარლამენტების თავმჯდომარეებს შეხვდა – თათია მაყაშვილი გვეტყვის დეტალებს.