საქართველოს საკითხზე დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ – დისკუსია თბილისის დროით პირველ საათზე დაიწყება. მას პირველად უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი.
საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, დღის წესრიგის თანახმად, მინისტრები იმსჯელებენ სამ საკითხზე, დაიწყებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის განხილვით, შემდეგ საქართველო და ბოლოს დისკუსია იქნება ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება. ცნობილია, რომ მინისტრები მოსაზრებებს გაცვლიან ბელარუსში 26 იანვარს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.