ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრება
 ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ – განხილული იქნება საქართველოს საკითხიც. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მინისტრები განიხილავენ უკრაინაში მიმდინარე ომს, სხდომას დისტანციურად ჩაერთო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც. დღის წესრიგშია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებიც. საუბრის თემა იქნება სირიაში არსებული ვითარება. ცნობილია, რომ მინისტრები იმსჯელებენ ევროკავშირისა და აშშ-ს ურთიერთობაზეც.