ევროკავშირის მინისტერიალის მეორე დღე პრაღაში – ევროპელი დიპლომატები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვებსა და შეზღუდვებზე მსჯელობენ. არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს სამი ასოცირებული ქვეყანა – უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ორმხრივ შეხვედრებს ევროპელ პარტნიორებთან გამართავს. შეხვედრა დაგეგმილია უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთანაც.
უფრო დეტალურად, რა საკითხების განხილვაა დაგეგმილი მინისტერიალის ფარგლებში, ანა ბროლაძე მოგვიყვება პრაღიდან.