ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

რა ეტაპზეა ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების პროცესი – საქართველოს პირველ დიპლომატს ივნისიდან დღემდე ჩატარებულ სამუშაოებზე კითხვები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირადად დაუსვეს.

ლუქსემბურგი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრას მასპინძლობს, რომელსაც ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს. შეხვედრაში მონაწილეობს ილია დარჩიაშვილიც, რომელმაც კოლეგებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მიღებული კანონპროექტები გააცნო. იმ ფონზე, როცა საქართველო წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებას ელის, მსგავსი დონის შეხვედრაში ქართული მხარის მონაწილეობა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ოფიციალური თბილისის მოლოდინია, რომ დეკემბერში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება კონკრეტული ფაქტებით და იქნება გამყარებული. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე სრულ მხარდაჭერას უცხადებენ, თუმცა ცალკეული რეფორმების გარშემო აქვთ კითხვებიც, მათ შორის სახელდება მართლმსაჯულების სფერო.

ჩართვა ლუქსემბურგიდან, – ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრას გიორგი კობერიძე აშუქებს.