ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

15:08, 12.10.2026

საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ლუქსემბურგში. დილიდან მიმდინარეობს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა. შეხვედრას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ხელმძღვანელობს. დღის წესრიგშია სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების განხილვა. მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული კამპანიის გაძლიერება. აქცენტი გაკეთდება, თუ როგორ უნდა უპასუხოს ევროკავშირმა რუსეთის გააქტიურებულ ჰიბრიდულ ქმედებებს, როგორ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა და როგორ გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე. დაგეგმილია უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთანაც არაფორმალური შეხვედრაც. საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ ასევე, როგორ აისახება ევროკავშირის გაფართოება მის უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე. განიხილავენ კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

მსგავსი