ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით

21:33, 17.11.2026

შერჩევითი მიდგომები და უსამართლო დამოკიდებულება – დაკავშირებადობის სამიტზე შუა დერეფნის საკვანძო მოთამაშის, საქათველოს არ მიწვევა, ბრიუსელის მხრიდან ევროპული ძალადობრივი აქციების დაგმობა და საფრანგეთში მოლოტოვის კოქტეილის მსროლელების წინააღმდეგ გამოძიების მძიმე მუხლით დაწყება – ოფიციალური თბილისისთვის ბრიუსელის ორმაგი სტანდარტების დადასტურებაა. საფრანგეთისგან განსხვავებით, რატომ არ დაგმეს ევროპელმა ლიდერებმა თბილისში მიმდინარე ძალადობრივი პროცესები, რატომ აცხადებდნენ პოლიციასთან სხვადასხვა საგნებით დაპირისპირებულ აქტივისტებს უკანონო პატიმრებად და რატომ იყო მხარდაჭერილი ევროპიდან თბილისში მიმდინარე ძალადობრივი პროტესტი. მმართველი გუნდი უკვე წლებია ბრიუსელისგან განმარტებებს ითხოვს, დასმულ კითხვებზე პასუხის არ არსებობის პირობებში კი ევროკავშირის კონკრეტულ მიზანზე მიანიშნებს. შერჩევით მიდგომას „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლების სათავეში ბრიუსელის ინტერესების გამტარებელი პარტიების მოყვანის სურვილს უკავშირებს, თუმცა ასე არ ფიქრობს ოპოზიცია, რომელიც საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკას, ბოლო წლებში მიღებულ კანონებზე, საერთაშორისო რეკომენდაციების იგნორირებასა და ანტიევროპულ კამპანიაზე პასუხად განიხილავს.

მსგავსი