„ბატონ ჰერჩინსკის ვურჩევდი, კიდევ ერთხელ გადაიკითხოს ვენის კონვენცია, ევროკავშირს არ დაუნიშნავს არც პროკურორად და არც აგრე-მანი მიგვიცია მისთვის, როგორც პროკურორისთვის საქართველოში“- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლემენტის თავმჯდომარე დღეს კიდევ ერთხელ, ევროკავშირის ელჩის განცხადებას. საუბარია პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ „ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას, რომელიც სამი თვეა, გრძელდება. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე მუშაობენ“.
ელჩის მიმართ კრიტიკა მიუღებელია ოპოზიციისთვის. მათი განცხადებით, მთავარი უნდა იყოს ევროკავშირთან ურთიერთობა და პარტნიორობა და არა კონფრონტაცია.