ევროკავშირის მინისტრების პოზიცია - შეფასებები თბილისში

მმართველ გუნდში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ „კაია კალასი უნდა დაფიქრდეს და პასუხი გასცეს კითხვას – რატომ აწარმოებდა და აწარმოებს მაგალითად მისი ქმარი რუსეთში ბიზნესს, მილიონიანი შემოსავლები რატომ აქვს და ეს ხომ არ არის ორმაგი სტანდარტი“. მათივე თქმით, ორმაგი სტანდარტის გამოხატულებაა ისიც, რომ პიროტექნიკას როდესაც ესროდნენ პოლიციას, ქუჩებსა და პარლამენტის შენობას წვავდნენ, ამაზე არ საუბრობენ ევროპელი პარტნიორები. ოპოზიციისთვის უცნობია, რაზე იმსჯელებენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან მიმართებით. მათი შეფასებით, საქართველო იზოლაციაშია მოქცეული, რადგან ხელისუფლება ავტორიტარიზმის დასამყარებლად ყველაფერს აკეთებს.