ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკა

21:40, 04.08.2026

რამდენად დაცულია ევროკავშირის საზღვრები – ესპანურ ანკლავში ათასობით მიგრანტის შეჭრამ, მიგრაციული პოლიტიკის გარშემო დისკუსია გაააქტიურა.

სეუტას კრიზისი უკვე გახდა ევროპის შინაგან საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომის ჩანიშვნის მიზეზი. ევროკავშირი საზღვრებზე კონტროლის გაძლიერების აუცილებლობაზე შეთანხმდა. ევროპელ ლიდერთა ნაწილი სამიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობაზე მიანიშნებს. კრიზისზე საპასუხო ზომებად თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების განხილვის დროებით შეჩერება და ახლად ჩამოსული მიგრანტების დაჩქარებული რეპატრიაცია განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ სეუტაში შეჭრილი მაროკოელი მიგრანტების უმრავლესობა სამშობლოში დააბრუნეს, ესპანეთი კრიტიკის სამიზნე მაინც გახდა. დანარჩენი ევროპისთვის მიუღებელია პედრო სანჩესის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში მყოფი მილიონზე მეტი მიგრანტის სტატუსის ლეგალიზაცია იგეგმება.

მსგავსი