ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა

ევროკავშირის გაფართოების საკითხი და საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია – ამ საკითხებზე განცხადებები კეთდება ბრიუსელში, სადაც ევროპის საქმეთა მინისტრების სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრაზე ევროპელი მინისტრები დეკემბერში დაგეგმილი სამიტისთვის მომზადებაზე მსჯელობენ. როგორც მინისტერიალის დაწყების წინ უნგრეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრმა განაცხადა, ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ ბევრი გააკეთეს კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო პირობების შესასრულებლად და უნგრეთი მიესალმება, რომ ევროკომისიამ გასცა ეს რეკომენდაცია. ლიეტუვის ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ კი განაცხადა, რომ ევროკავშირმა დეკემბერში უნდა მიიღო გადაწყვეტილება გაფართოების შესახებ, თუკი სურს იყოს უსაფრთხოების პროექტორი. ფინეთის წარმომადგენლის თქმით, ფინეთი მხარს უჭერს გაფართოების პროცესს და ეს უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი.