ევროკავშირის გაფართოების ანგარიში - პოლიტიკური შეფასებები 

როგორ გაგრძელდება უმწვავესი ანგარიშის შემდეგ საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობა – მეორე დღეა, ვნებათაღელვა არ ცხრება გაფართოების ანგარიშის გარშემო, რომელშიც საქართველოს სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ცუდი შეფასებები აქვს.

ოპოზიციის ნაწილი დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე უვიზო რეჟიმის გადახედვას ელოდება და კრიტიკული ჩანაწერების პასუხად ხელისუფლებას ბრიუსელის მოწოდებების შესრულებას სთხოვს. თავის მხრივ, ბრიუსელს ფაქტების დამახინჯებაზე და ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს მმართველი გუნდი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი გაწევრიანების პროცესს პოლიტიკურ ინსტრუმენტად და ხელისუფლების შეცვლის ბერკეტად იყენებს. ანგარიში, რომელიც ბოლო ერთ წელში კანდიდატ ქვეყნებში მიღწეულ პროგრესს აფასებს, საქართველოს შესახებ მკვეთრად ნეგატიურ გზავნილებს მოიცავს. ბრიუსელი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესს, ფაქტობრივად შეჩერებულად აცხადებს და ხელისუფლებას პროცესის გასაგრძელებლად რამდენიმე პირობას უყენებს. მოთხოვნებს შორის ბოლო პერიოდში მიღებული კანონების გაუქმებაა.