ევროკავშირის ელჩის შეხვედრები პარლამენტში

პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეებთან ინდივიდუალური შეხვედრები დაიწყო საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

პაველ ჰერჩინსკი დღეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, მაკა ბოჭორიშვილს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს შეხვდა. დახურულ კარს მიღმა, ყველა შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის 12 რეკომენდაცია და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტული საკითხები იყო. საუბარი ასევე შიდა პოლიტიკას და რეგიონში არსებულ ვითარებასაც შეეხო.