ევროკავშირის ელჩის შეხვედრები პარლამენტში

როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას – პარლამენტში ჩატარებულ სამუშაოებს ევროკავშირის ელჩი გაეცნო, რომელიც მთელი დღის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა.

სხვადასხვა კომიტეტის ხელმძღვანელებთან შეხვედრებზე მთავარი თემა ის რეფორმები და კანონპროექტები იყო, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ივნისის შემდეგ მომზადდა. ევროკომისიამ საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაოები წლის ბოლოს უნდა შეაფასოს და კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება მიიღოს. ქართული მხარის მოლოდინი ოპტიმისტურია. პოზიტიური შედეგის იმედი აქვს ელჩსაც. თუმცა, 2023 წლის ბოლოსთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია – იანვარში ევროკომისიამ საქართველოზე მორიგი ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს.

მანანა დევაძე აშუქებდა პარლამენტში გამართულ შეხვედრებს.