ევროკავშირის ელჩის განცხადება

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანასა და ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის შეწყვეტას ეხმაურება. „მივესალმები გუშინდელ პროცესებს, რომელიც მიმართული იყო მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად, ასევე მივესალმები ელენე ხოშტარიასა და სხვათა მხრიდან შიმშილობის შეწყვეტას. იმედი მაქვს, ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება მომავალი პროგრესისთვის, – აცხადებს კარლ ჰარცელი, რომელიც საკვანძო საკითხებად ფუნდამენტურ უფლებებს, ობიექტურ სამედიცინო დასკვნასა და სათანადო სამართლებრივ პროცესს ასახელებს.