ევროკავშირის ელჩის განცხადება

გულწრფელად ვიმედოვნებ, საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან, განსაკუთრებით უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, შეძლებს რაც შეიძლება მალე შეუერთდეს ევროკავშირს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, „ევროკავშირი შესანიშნავი სამშვიდობო პროექტია, რომელიც გაერთიანების 27 წევრ სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, იცხოვრონ მშვიდობიანად, გაზარდონ ცხოვრების სტანდარტები და მოქალაქეების კეთილდღეობა“.