ევროკავშირის ელჩის გამოხმაურება

ევროკავშირის ელჩმა მოქალაქეების შეკითხვებს სოციალურ მედიაში უპასუხა. პაველ ჰერჩინსკის თქმით, საქართველო ევროკავშირში როგორც კი შევა, მოქალაქეები ევროკავშირის ტერიტორიაზე ისარგებლებენ სრული შრომითი უფლებებით, მათ შორისაა დასაქმება, ხელფასები და პენსიები. ელჩის თქმით, ცხრა ნაბიჯის შესრულების მიზანი არის მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება.