ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 5 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს ინფორმაციას:
„ჩვენ ეს შევძელით. ფონდი საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის კიდევ 5 მილიარდი ევროთი. გზავნილი ნათელია: ჩვენ მთელი ძალით დავუჭერთ მხარს უკრაინას, რათა გაიმარჯვოს“, – წერს ბორელი.