ევროკავშირის დახმარება

მორიგი ფინანსური დახმარება ევროკავშირისგან.

საქართველო გაერთიანებისგან სამ მილიარდ ევროს მიიღებს, რომელიც ენერგეტიკის, ტრანსპორტის და კომუნიკაციების სფეროში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას უნდა მოხმარდეს. დახმარების მიზანი გზების და სხვა ობიექტების სტანდარტების ევროპულ სტანდარტებთან გათანაბრებაა. თანხის დახარჯვის გეგმა ჯერ კიდევ ნოემბერში ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის გამართული მაღალი დონის დიალოგის ფორმატში დამტკიცდა.