ევროკავშირის ახალი პროექტები

2023 წელს „ევროპის გუნდი“ საქართველოში ორი მასშტაბური ინიციატივის განხორციელებას იწყებს: ერთ-ერთია „დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება“, რომლის მიზანია ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებლებს შორის არსებული განსხვავების შემცირება და ქვეყნის ყველა რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა. და ასევე პროექტი – „მწვანე და ჯანსაღი“, რომლის მიზანი საქართველოს ბუნების დაცვა და ნარჩენების მართვის სერვისების გაუმჯობესებაა.

ღონისძიების ფარგლებში ტარდება ადგილობრივი ფესტივალიც, რომელსაც საქართველოში ჩეხეთის საელჩო და ადგილობრივი განვითარების ჯგუფი „არაგვი“ მასპინძლობენ. ღონისძიებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები ესწრებოდნენ.