ევროკავშირი-კანადის ალიანსი ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ
კანადა ევროკომისიის ინიციატივით კმაყოფილია. შესაბამისად, კანადა შესაძლოა გახდეს პირველი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსი ექნება. „ჩვენ ყოველთვის გვიყვარდა ნეკერჩხლის სიროფი მაჭკატებთან ერთად“ – ასეთია ევროკომისიის გზავნილი მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტში კანადის პრემიერ-მინისტრს მოუსმინეს. ჯერ ბუნდოვანია, რას გულისხმობს ასოცირებული წევრის სტატუსი, თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტის შეთავაზებამ უკვე გააღიზიანა აშშ-ის პრეზიდენტი. ინიციატივამ ევროატლანტიკური ურთიერთობები შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს. ტრამპი ბრიუსელს სავაჭრო ტარიფებით დაემუქრა. კანადის და ევროკავშირის პასუხი იდენტურია – მათი ურთიერთობები ვაშინგტონის გადასაწყვეტი არ არის. ევროპარლამენტის თავმჯდომარის განცხადების გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსის მიღება სამომავლოდ ისეთმა ქვეყნებმაც მოისურვონ, როგორებიც ავსტრალია ან ახალი ზელანდიაა.