„ევროჯასთის“ დელეგაციის ვიზიტი

„ევროჯასთის“ დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. მხარეებს შორის შეთანხმება, სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად, მძიმე დანაშაულების, განსაკუთრებით კი ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„ევროჯასტის“ პრეზიდენტი ამ წუთებში გენერალურ პროკურორს ხვდება, მოგვიანებით კი, პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ჩაერთვება, რომელსაც პრეზიდენტი, პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის  წევრებიც დაესწრებიან.