ევროინტეგრაციის მოლდოვური გზა და ბრიუსელის სტანდარტი

21:17, 13.01.2026

რეზონანსული გამოხმაურება მოჰყვა იმ ქვეყნის პრეზიდენტის გზავნილს, რომელიც უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ქართველ ოპოზიციონერ აქტორებს ევროპისკენ სწრაფვის და დემოკრატიის მაგალითად ხშირად მოჰყავთ.

მაია სანდუ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერს. სწორედ რუმინეთის ნაწილი იყო 22 წლის განმავლობაში მოლდოვა 1940 წლამდე. ამ სურვილს ქვეყნის პირველი პირი რუსეთიდან მომდინარე ზეწოლისა და საფრთხისგან დაცვით და საკუთარი ქვეყნის გადარჩენით ხსნის, რადგან რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას სულ უფრო მზარდ გამოწვევად მიიჩნევს. ახლა უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატ მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად საქართველო ევროკავშირის ასოცირებულ ტრიოში იყო, თუმცა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ბრიუსელის რიტორიკა ოფიციალური თბილისის მისამართით სწორედ უკრაინასთან დაკავშირებული პოზიციონირების გამო გამკაცრდა, გასხვავებით მოლდოვისგან, რომელსაც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაწინაურებულ ქვეყნად აცხადებენ. თუმცა, სწორედ სხვადასხვა სფეროში ჩატარებული კვლევების და სტატისტიკის მოშველიებით ამ დამოკიდებულებას უსამართლობად მიიჩნევს მმართველი გუნდი, რომელსაც სანდუს ბოლო განცხადებამ საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო გაუმყარა. მოლდოვის პირველი პირის გზავნილს ოფიციალური თბილისი დამოუკიდებლობის დაკარგვის ღია მხარდაჭერად აცხადებს. ამ კონტექსტში დღეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე სანდუს პოზიციონირება და მისი ცნობილი განცხადებებიც გაიხსენეს.

მსგავსი