პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მსჯელობის საგანი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის დადებით რეკომენდაცია იყო. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. კომისიის წევრებმა იმსჯელეს რეკომენდაციების შესრულებასა და ამ პროცესში სხვადასხვა უწყების კოორდინირებულ მუშაობაზე. განხილული იყო მომავალი წლის დღის წესრიგი, ასევე ის, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს რეფორმების იმპლემენტაცია.