„თბილისი არენაზე“ დღეს „ევრობასკეტ 2022“-ის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართება. 15:30 საათზე თურქეთი ბელგიას შეხვდება, 18:15-ზე ესპანეთისა და მონტენეგროს მატჩი დაიწყება, საქართველოს ნაკრები კი ბულგარეთს 21:00 საათზე დაუპირისპირდება. სამივე მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ილიას ზუროსის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა. გუნდთან ერთად, სრული დატვირთვით ივარჯიშა გოგა ბითაძემ. რაც შეეხება საქართველოსა და თურქეთის მატჩში მომხდარ ინციდენტს, ფიბა-მ არ დააკმაყოფილა თურქული მხარის საჩივარი და მატჩის ანგარიში ძალაში დატოვა.