„ევრობასკეტ 2022“-სთვის მზადება გრძელდება. ახალი მულტიფუნქციური დარბაზი, რომელიც სპეციალურად ჩემპიონატისთვის შენდება, თბილისში ვიზიტით მყოფმა ფიბას დელეგაციამ დაათვალიერა.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებთან, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან. ცნობილი გახდა, რომ ახალ დარბაზში სატესტო მატჩი 4 ივლისს გაიმართება – საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანეთს უმასპინძლებს.