#ევრო2024 საქართველო ესპანეთის წინააღმდეგ – „მოამბე“კიოლნიდან

15:05, 30.06.2024

რამდენიმე საათი მორიგ ისტორიულ მატჩამდე და დღე, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი ასე ელოდება.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ითამაშებს და ესპანეთს დაუპირისპირდება, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე, კიოლნში დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს, რა თქმა უნდა, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწევს წინ და ევრო 2024-ის მეოთხედფინალში გადავა. კიოლნში, გასული მატჩების მსგავსად, სტადიონამდე მისასვლელ გზას ქართველი ქომაგები დღესაც მსვლელობით გაივლიან.

როგორია მოლოდინები და განწყობა თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე? – კიოლნში მუშაობენ „მოამბის“ გადამღები ჯგუფი და სალომე ქოქიაშვილი, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში განაგრძობს საუბარს.

მსგავსი