ევრო 2024-ზე დასასწრები დასუფსიდირებული ფრენების ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ევრო 2024-ზე დასასწრებად მთავრობის დასუფსიდირებული ფრენების ბილეთების გაყიდვა დაიწყო. მათი შეძენა ონლაინ პორტალ TKT.GE- ზეა შესაძლებელი. ერთი გზის ღირებულება 195 ევროა, შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ფასი 390 ევროა. ბილეთის შეძენა სუბსიდირებულ ფასად მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ. ფრენები თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან გერმანიის ოთხი ქალაქის – დორტმუნდის, ჰამბურგის, კიოლნისა და დიუსელდორფის მიმართულებით განხორციელდება. ჩარტერულ ფრენებს ოთხი ავიაკომპანია უზრუნველყოფს.