ევრო 2024 - მზადება საქართველო-პორტუგალიის მატჩისთვის

გადამწყვეტი მატჩის დღე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრებისთვის – პორტუგალიასთან შეხვედრამდე რამდენიმე საათი რჩება. დღევანდელი თამაშის მოგების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გავა. ეროვნულმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში კვლავ ფელბერტში ჩაატარა.

ასობით ქართველი ქომაგია გერმანიაში საგულშემატკივროდ ჩასული. დღესაც, ისევე როგორც წინა თამაშებზე, ტრიბუნები სავსე იქნება საქართველოს დროშებითა და დროშის ფერებით.

შეხვედრა საქართველოს დროით, დღეს, 23:00 საათზე დაიწყება და მას ტრადიციულად, პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

გერმანიიდან ლევან ღუდუშაური გვერთვება.