„ევრო 2024“ – დღეიდან ევროპის ჩემპიონატი იწყება – თბილისის დროით 23:00 საათზე „ევრო 2024“-ის გახსნითი მატჩი გაიმართება. ერთმანეთს გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრები შეხვდებიან.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს – ვილი სანიოლის გუნდი განაგრძობს გერმანიაში ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას. პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 22 ივნისს ქართველი ფეხბურთელები ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 26 ივნისს კი პორტუგალიას შეხვდებიან.
ევროპის ჩემპიონატის ყველა მატჩს საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.