ევროპის ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება, დებიუტანტი ქართველი ფეხბურთელები კი ისევ სპორტული საზოგადობის ყურადღების ცენტრში არიან. სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ, ჩვენი სპორტსმენების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა და მათით ევროპის სხვადასხვა ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბები ინტერესდებიან.
პირველი სიახლე ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენში“ წასვლაა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის „მონაკოში“ გადასვლა კი თითქმის უკვე გადაწყვეტილია. უპრეცედენტო შეთავაზება მიიღო „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით, „პარი სენ-ჟერმენი“ მზად არის, ქართველ ფეხბურთელში 100 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს. „ნაპოლის“ პასუხი ჯერ ისევ ბუნდოვანია.
დეტალები მერაბ მამულაშვილის რეპორტაჟში.