ევრაზიული კავშირის ბიზნეს-ფორუმი

თბილისში ევრაზიული კავშირის ორგანიზებით ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს.

რუსეთის,სომხეთისა და ყაზახეთის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ქართველ მეწარმეებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. ფორუმის ჩამონათვალში 200-ზე მეტი კომპანიაა მითითებული, თუმცა ნაწილი ღონისძიებას არ ესწრება.

ფორუმის პარალელურად გაიმართა აქცია-პერფორმანსი. მოძრაობის, – „რუსეთი ოკუპანტია”, – წევრებმა რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიები შეახსენეს და აღნიშნეს, რომ უარს ეუბნებიან კრემლის მცდელობას, მსგავსი ფორუმებით საქართველო დააბრუნოს საბჭოთა კავშირში.