რუსული მხარის მონაცემებით, „აზოვსტალის“ ქარხანა ბოლო ერთი დღის განმავლობაში კიდევ 771-მა მებრძოლმა დატოვა. რუსეთის თავდაცვის უწყების პრესსპიკერის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, „საერთო ჯამში 1 730 მებრძოლი ჩაბარდა“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტყვედ ჩაბარებულ უკრაინელ მებრძოლებს შორის 80 დაჭრილია. პარალელურად, დონეცკის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „აზოვსტალიდან“ უკრაინელი მებრძოლების ნახევარზე მეტი გავიდა.