ევაკუაციის გეგმა ჭარბი ნალექის მოლოდინში

მოსახლეობის ევაკუაცია შესაძლოა განხორციელდეს დასავლეთ გერმანიაში, სადაც ჭარბი ნალექია მოსალოდნელი. დასავლეთ გერმანიაში უპრეცედენტო წყალდიდობებიდან ერთი კვირის შემდეგ, სტიქიის რაიონებში ისევ დაიწყო წვიმა. ჯერჯერობით ნალექის რაოდენობა საგანგაშო არ არის, თუმცა სინოპტიკოსთა ცნობით, ამინდის პირობები, შესაძლოა, კვლავ გაუარესდეს, რის გამოც, მიზანშეწონილია მოსახლეობის ევაკუაცია. 24 ივლისის მონაცემებით, მასშტაბურ წყალდიდობებს გერმანიაში 179 ადამიანი შეეწირა. წინასწარი მონაცემებით, წყალდიდობებით მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა ხუთ მილიარდ ევროს გადააჭარბოს.