ევაკუაცია თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე 29-ე საბავშვო ბაღიდან ბავშვების ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შენობაში მოკლე ჩართვა მოხდა. მათივე ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ სერიოზული საფრთხე არ არსებობდა, ბავშვები შენობიდან მაინც გაიყვანეს.

ბაღიდან ბავშვების გაყვანის შესახებ მშობლებს პედაგოგებმა შეატყობინეს.