ევაკუაცია გამოცხადდა კრამატორსკში – „მოამბე“ უკრაინიდან

15:57, 24.02.2022

საომარი მოქმედებები უკრაინაში. ევაკუაცია გამოცხადდა ქალაქ კრამატორსკში, – საბრძოლო მოქმედებების ხაზიდან დაახლოებით 50 კილომეტრში. ისმის აფეთქებების ხმა. ადგილობრივებს საკუთარ საცხოვრებელი სახლების დატოვება უწევთ, ისინი რკინიგზის სადგურზე იკრიბებიან. დაახლოებით ერთ საათში, საევაკუაციო მატარებლით დატოვებენ ტერიტორიას. ადგილზე ლევან ახალაია მუშაობს.

მსგავსი