ეუთოს ანგარიში

ეუთო-მ საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტში აღწერილია საარჩევნო კამპანიისას და უშუალოდ არჩევნების დროს განვითარებული პროცესები. ანგარიშის თანახმად, მცირედი ინციდენტის მიუხედავად, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა დაფიქსირდა დარღვევებიც, მათ შორის ნეგატიური კამპანია, ხისტი რიტორიკა და ძალადობრივი ინციდენტები.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია შემოწირულობების კუთხით უთანასწორო გარემოზეც. ეუთო დასძენს, რომ არჩევნები საერთო ჯამში იყო გამჭვირვალე და სამართლიანი.

ეუთოს საბოლოო ანგარიშს აფასებენ პოლიტიკოსები. ოპოზიცია აცხადებს, რომ გასული არჩევნები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, უმრავლესობის წევრები კი აღნიშნავენ, რომ იმ საარჩვენო დარღვევებზე, რომლებიც რეაგირებას საჭიროებდა, გამოძიება დაიწყო, თავად ეუთოს რეკომენდაციებს კი გაითვალისწინებენ.