ეუთო-ს თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში

ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ ქართველ დეპუტატებთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რეგიონული უსაფრთხოება და უკრაინა-რუსეთის ომი განიხილა. დიპლომატი ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრებს შეხვდა. აუდიენციის ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა.