ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 

21:11, 14.07.2026

თბილისში ისევ მწვავე შეფასებების თემაა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დამტკიცებული კრიტიკული შინაარსის რეზოლუცია.

დოკუმენტი, რომელშიც საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება დემოკრატიულ უკუსვლად ფასდება და მოთხოვნილია  კონკრეტული კანონების გაუქმება, ოფიციალური თბილისის მძიმე რეაქციების მიზეზია. მმართველი გუნდი ეუთო-ს „დიფ სთეითის“ დავალებების შესრულებაში და ამ ფორმით საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მცდელობებში სდებს ბრალს. ანტიქართული, სიცრუით გაჯერებული და არასამართლიანი რეზოლუცია, ასეთია „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასება, რასაც ოპოზიცია ეთანხმება. ხელისუფლების ოპონენტების პოზიციით, რეზოლუცია  ზუსტად აღწერს მოცემულობას, რომელიც ქვეყანას ოცნების მმართველობამ მოუტანა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ჯო უილსონის ავტორობით მომზადებული კრიტიკული შინაარსის რეზოლუცია გასულ კვირას დაამტკიცა. დოკუმენტის შინაარსი ქართულმა დელეგაცია ადგილზევე გააკრიტიკა, კენჭისყრამდე კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

 

მსგავსი