ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ვიზიტი გააუქმა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გადადო. ამის შესახებ პია კაუმამ სოციალურ ქსელში დაწერა. „მსჯელობისა და საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე, ვიზიტი გადავდო იმ დრომდე, ვიდრე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტიანი იქნება. ჩვენ კვლავ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა ხმას და დახმარება გავუწიოთ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, – აცხადებს პია კაუმა.
შეგახსენებთ, მას ვიზიტის გაუქმების მოთხოვნით მიმართეს სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციამ, ამერიკელმა კონგრესმენმა უილსონმა და ევროპარლამენტარებმა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტი სოციალურ ქსელში გააზიარა სალომე ზურაბიშვილმა და დააწერა – გონივრული გადაწყვეტილება. გვჭირდება ეუთო, როგორც არასდროს! და ახალი არჩევნები! ოპოზიციის გაგზავნილ წერილში კი აღნიშნული იყო, რომ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“ ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების ვალდებულებას არ აიღებს.
გადაწყვეტილება შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.