ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი გრძელდება. დელეგაციამ დღევანდელი შეხვედრები „ლელოსთან“ დისკუსიით დაასრულა. მანამდე ოპოზიციასთან აუდიენცია კოალიციურ ფორმატში გაიმართა. ხელისუფების ოპონენტები ამბობენ, რომ შეხვედრების მიზანი ასამბლეის მხრიდან დიალოგის მოძებნის მცდელობაა.
დილიდან დისკუსიები უკვე გაიმართა შალვა პაპუაშვილთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან. საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრა შედგა „გახარია საქართველოსთვის“ გუნდთანაც. ხვალ დაგეგმილია დისკუსია პრემიერთან და სახალხო დამცველთან. ამის შემდეგ კი შემაჯამებელი განცხადება უნდა გაკეთდეს მედიისთვის.